გარკვეულ დროს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი ექნება, მაგრამ არა ახლა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში, შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს, სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, გარკვეულ დროს ექნებათ შანსი, მაგრამ არა ახლა“,-განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები