NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ნატო-ს დეკლარაციაში დადასტურებულია, რომ საქართველოს გააჩნია პრაქტიკული ინსტრუმენტები ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“ – ზალკალიანი

„ნატო-ს დეკლარაციაში დადასტურებულია, რომ საქართველოს გააჩნია პრაქტიკული ინსტრუმენტები ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“ – ზალკალიანი

12 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 652 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გამოქვეყნდა ნატო-ს სამიტის დეკლარაცია, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოზე. კომუნიკეში საუბარია იმაზე, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის პირდაპირ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან და იმყოფებიან მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე. მსგავსი სახის ჩანაწერი პირველად ხდება, როდესაც არის მითითება მასპინძელი ქვეყნის ნებაზე. ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და საერთაშორისო ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა.

მინისტრის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. დავით ზალკალიანის განცხადებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და გააჩნია ის ინსტრუმენტები, რაც ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

„საქართველო-ნატო-ს ერთობლივი კომისია, ასევე ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის პირდაპირ მინიშნებები ამ სამივე მთავარ ინსტრუმენტზე, რომელიც საქართველოს გააჩნია და საუბარია იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. საქართველო კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული როგორც ასპირანტი ქვეყანა. უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული ის რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. დადასტურებულია, რომ საქართველო ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად აუცილებლად მიაღწევს საბოლოო მიზანს, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან“, – აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას MAP-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს არის საქართველოს ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ნატო-ს სამიტზე დაგეგმილ ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით შეხვედრას, რომელიც მისი თქმით უპრეცედენტოა და ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

„ეს იქნება შეხვედრა გამართული სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ამ შეხვედრას სავარაუდოდ მოჰყვება ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო დიდი, ვრცელი, მოცულობით და შინაარსით კიდევ უფრო დატვირთული იქნება და ყველა ეს თემა, რომელზეც საუბარი არის კომუნიკეში ფართოდ იქნება გაშლილი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და იქ საუბარი იქნება რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელიც ბუნებრივია გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, საქართველოს ნატო-სთან თავსებადობას და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

დავით ზალკალიანი დეკლარაცია ნატო ნატო-ს სამიტი საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018-07-12
Tags დავით ზალკალიანი დეკლარაცია ნატო ნატო-ს სამიტი საგარეო საქმეთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ყველა კვლევა ადასტურებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი არის ავტოტრანსპორტი, შემდეგ მშენებლობები“

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი თავის დაწვას ცდილობდა

05 დეკ 2017
პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების ღამის კლუბებში გასაღების ფაქტზე დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების ღამის კლუბებში გასაღების ფაქტზე დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს

14 მაი 2018

ამერიკული ფილმის Ghost-ის სცენის ახალი ვერსია

31 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge