NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

12 ივლ 2018 ახალი ამბები 742 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ურყევი არჩევანი – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს დღეს, ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის უწყვეტი მხარდაჭერისათვის; შეხვედრისას ასევე პოზიტიურად შეფასდა ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ. საქართველოს თანამშრომლობა საფრანგეთთან ნაყოფიერია და მომავალშიც ასე გაგრძელდება იმისთვის, რომ ის მონაპოვარი, რომელიც საქართველოს აქვს თავისუფალ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იყოს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების გათვალისწინებით, საქართველო დაინტერესებულია კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საფრანგეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საერთო ინტერესების მიმართულებითაც.

ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი ნატოს გზაზე და საფრანგეთი რჩება საქართველოს მხარდამჭერად, როგორც ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე რუსეთის აგრესიისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო წესრიგს და რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ითქვა, რომ საფრანგეთი ზრდის თავის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში, ეს იქნება როგორც საჰაერო და თავდაცვის სისტემების მიმართულებით, ასევე საზღვაო ხომალდების მიმართულებით.

პრეზიდენტმა მაკრონმა გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოს საკითხი საფრანგეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება ატანილი და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ დიალოგებში ხაზს გაუსვამენ საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრა ემანუელ მაკრონთან

საქართველოს ურყევი არჩევანი – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს დღეს, ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა. #NATOSummit2018საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის უწყვეტი მხარდაჭერისათვის; შეხვედრისას ასევე პოზიტიურად შეფასდა ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ. საქართველოს თანამშრომლობა საფრანგეთთან ნაყოფიერია და მომავალშიც ასე გაგრძელდება იმისთვის, რომ ის მონაპოვარი, რომელიც საქართველოს აქვს თავისუფალ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იყოს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების გათვალისწინებით, საქართველო დაინტერესებულია კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საფრანგეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საერთო ინტერესების მიმართულებითაც.ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი ნატოს გზაზე და საფრანგეთი რჩება საქართველოს მხარდამჭერად, როგორც ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.მხარეებმა ასევე რუსეთის აგრესიისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო წესრიგს და რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.ითქვა, რომ საფრანგეთი ზრდის თავის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში, ეს იქნება როგორც საჰაერო და თავდაცვის სისტემების მიმართულებით, ასევე საზღვაო ხომალდების მიმართულებით.პრეზიდენტმა მაკრონმა გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოს საკითხი საფრანგეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება ატანილი და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ დიალოგებში ხაზს გაუსვამენ საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია.

Posted by Giorgi Margvelashvili on ხუთშაბათი, 12 ივლისი, 2018

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონი ნატო საფრანგეთი 2018-07-12
Tags გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონი ნატო საფრანგეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინო გოგუაძე: „ნატოს მიმდინარე სამიტმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში ახალი საკითხები და ფორმატი უნდა გააჩინოს და საბოლოოდ, მთელი ეს პროცესი, ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს”

შემდეგი სტატია

დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომელსაც მისი შვილი ემსხვერპლა, მის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი

მსგავსი სტატიები

კიევში საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

კიევში საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

19 აპრ 2018

ფეროშენადნობთა ქარხანაში რუსული კომპანიის „მეტინვესტის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

14 სექ 2017

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს

25 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge