NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად იქნება დაჯარიმებული“

„ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად იქნება დაჯარიმებული“

11 ივლ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 668 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე სატელევიზიო ეთერში სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზე და დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა. მის კომენტარს შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში იდენტიფიცირებას ახდენს ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელის, მარკის და სანომრე ნიშნის. შესაბამისად ყველა ის სანომრე ნიშანი, რომელიც იდენთიფიცირებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ კერძო პირების. სისტემური მიდგომა, გახლავთ ის რომ ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად იქნება დაჯარიმებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მძღოლს ჰქონდეს ვალიდური მობილურის ნომერი მითითებული მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რათა დარღვევისას მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება. სხვა შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ფოსტის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ მისამართზე აგზავნის კონკრეტულ ვიდეო ჯარიმას.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არ იბარებს ვიდეო ჯარიმას, ამ შემთხვევაში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხდება საჯაროდ გამოქვეყნება ამ ჯარიმის. გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და თითოეულ მძღოლს დამატებით კიდევ 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად. თუ არ იხდის, ჯარიმის ოდენობის ორმაგი რაოდენობის საურავი ედებათ და ამიტომ საჭიროა ვალიდური მობილური ტელეფონის ნომერი ჰქონდეთ მითითებული.

ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი 6 თვეა არსებობს, სისტემა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე იქნა დანერგილი არის საკმაოდ ეფექტური, გვაქვს მზარდი ტენდენცია აღსრულების ნაწილში. ყველაზე მთავარი ჩვენთვის რაც არის, გვინდა მაქსიმალურად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმირებული.

ყველა მოქალაქეს და მძღოლს სამოქალაქო ვალდებულება უნდა ჰქონდეს, იმის რომ აუცილებლად გადაამოწმოს ამ ტიპის ინფორმაცია. შინაგანი მოწოდება უნდა ჰქონდეს, რომ არ დაარღვიოს საგზაო უსაფრთხოების წესები და თავიდან აირიდოს კონკრეტული ფოტო-ვიდეო ჯარიმა. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავის მხრივ აუცილებლად გააგრძელებს, ინტენსიურ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით რათა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების დონე ქვეყნის მასშტაბით,“ – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.

ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები

გიორგი არსოშვილი საგზაო უსაფრთხოება სათვალთვალო კამერები შსს ჭკვიანი კამერები 2018-07-11
Tags გიორგი არსოშვილი საგზაო უსაფრთხოება სათვალთვალო კამერები შსს ჭკვიანი კამერები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბახტაძე განახლებულ კაბინეტს ხვალ დილით 10:00 საათზე წარადგენს

შემდეგი სტატია

„პირველ რიგში, ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა“

მსგავსი სტატიები

სასამართლომ ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

16 ოქტ 2017
“სასულიერო პირი, რომელიც თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის, რომ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს”

“სასულიერო პირი, რომელიც თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის, რომ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს”

ნინო ჩხეიძე 29 მარ 2020
ოპოზიციისთვის ეს შეიძლება დაპირისპირება იყოს, თუმცა ფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი

ოპოზიციისთვის ეს შეიძლება დაპირისპირება იყოს, თუმცა ფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი

11 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge