საპროკურორო საბჭოს სხდომა შალვა შავგულიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მედიასთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საპროკურორო საბჭოში დღეს მიმდინარე პროცესი არის ფორმალობა, ვინაიდან საბჭოს უკვე ჰყავს ფავორიტი კანდიდატი. შალვა შავგულიძის კანდიდატურა „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა, სწორედ მათ მოითხოვეს, რომ საბჭოს სხდომა ყოფილიყო მედიისთვის ღია, რასაც მოჰყვა უარი და ამან განაპირობა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და შალვა შავგულიძემ საბჭოს სხდომა ერთდროულად დატოვეს.
„შევუთვალე საპროკურორო საბჭოს, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას და ამის მიზეzია ის, რომ მიუხედავად სრულიად დასაბუთებული და ლოგიკური მოთხოვნისა, რომ სხდომა გახსნილიყო მედიისთვის და შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტრანსლირება, დღესაც იქნა დაყენებული ბატონი ოთარ კახიძისგან ეს საკითხი და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ითქვა უარი და ისევ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს სხდომა“,-განაცხადა შავგულიძემ.
კომენტარები