ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა – „საპროცენტო განაკვეთების შედარებასაცალო საკრედიტო პროდუქტებისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დასასესხო პორტფელის შედარება საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებში”.
ანგარიშში ასახულია 2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდი და 48 მოწინავე ბანკის მონაცემებსეყრდნობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა დაცენტრალური აზიის რეგიონებიდან. გარდა საპროცენტო განაკვეთების შედარებისა, კვლევა მოიცავს გაცემული სესხების ხარისხის შედარებას საქართველოს საბანკო და არასაბანკოსექტორებს შორის.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში, მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. თუმცა, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
მაგალითად, ადგილობრივ ვალუტაში არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზეეფექტური საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 16.5%-ს შეადგენს, რაც უფრო დაბალიავიდრე საპროცენტო განაკვეთი იმავე პროდუქტზე სომხეთში (27.9%), ყაზახეთსა (24.5%) დარუსეთში (20.6%) და უფრო მაღალია ვიდრე რუმინეთში (11.2%), ჩეხეთსა (10.1%) დაპოლონეთში (8.0%). ამასთან, ლარში ვადიანი დეპოზიტის ფასის გათვალისწინებით,საქართველოში საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზეკვლევაში შესულ ყველა ქვეყანასთან შედარებით უფრო დაბალია. მონეტარულიპოლიტიკის განაკვეთების, როგორც ადგილობრივი ვალუტის ფასის გათვალისწინების შემდეგ, სხვაობა საქართველოში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის შემცირდა.
რაც შეეხება სესხების ხარისხს საბანკო და არასაბანკო სექტორებში – კვლევაში ჩანს, რომსაბანკო სექტორში სესხების ხარისხი მათი რაოდენობის მიუხედავად, სტაბილურია, მაშინროდესაც არასაბანკო სექტორში სესხების ხარისხი ბევრად ჩამორჩება საბანკო სექტორშიარსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს და მნიშვნელოვან გაურესებას განიცდის ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ISET-ის სრული კვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია ბმულზე: Iset-pi.ge
კომენტარები