NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერიაში ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1011 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებსა და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.  

შეხვედრაზე მოქალაქეთა მსუბუქი ავტომობილით –ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე იმსჯელეს. ასევე,ისაუბრეს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელთა დაკმაყოფილებაც მძღოლებს ტაქსით მომსახურების სერვისის ფარგლებში, პირველ და მეორე ეტაპზე მოუწევთ.

კერძოდ, მაია ბითაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე,მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომანქანაზე ტაქსის ყვითელი მანიშნებლის განთავსება სავალდებულო იქნება. ნებართვის ასაღებად კი, ფიზიკურმა პირმა განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსოს.

„ნებართვის საფასური, მას შემდეგ, რაც საკრებულო დაამტკიცებს, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი,ხოლო ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება. ადამიანებს, რომელთაც სურთ ნებართვა აიღონ, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც  ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,მათ ორთვიანი წინასწარი ვადა ექნებათ, რომშესაბამისი ნებართვა აიღონ. მისი მიღების შემდეგ კი,ნებართვა, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი, მუდმივად თან უნდა იქონიონ. ასევე, სავალდებულო იქნება მანქანის სახურავზე ტაქსის მანიშნებელი ყვითელი მანათობელი ნიშნის განთავსება. სხვა შემთხვევაში, მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნები დაწესდება. კერძოდ, არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.

„მეორე ეტაპისთვის ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს მინიმალური მოთხოვნები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ დაიხვეწება და დამატებით გასაჯაროვდება. მეორე ეტაპისთვის საუბარი იქნება მანქანის ერთიან ვიზუალზე, ფერზე, რაც 2019 წლიდან შევა ძალაში. ასევე, გარკვეული მოთხოვნები იქნება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე და ავტომანქანებზე მათი კარების რაოდენობის მიხედვით“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად, მომავალ კვირას გადაეგზავნება. ნებართვის მისაღებად შექმნილი ელექტრონული პორტალი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მძღოლებს კი, მომსახურების მისაღებად თვენახევრიდან ორ თვემდე ვადა მიეცემათ.

ელექტრონული პორტალის გარდა, მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას გამგეობებში სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლებიც გაუწევენ.  2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, შესაბამისი ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის მომსახურების განხორციელება,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

კომენტარები

თბილისი მერია ტაქსები 2018-07-10
Tags თბილისი მერია ტაქსები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელექტრომომარაგება 11 ივნისს დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

დავით ზალკანიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში ჩვენ გვექნება ასეთი სახის შეხვედრა

მსგავსი სტატიები

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

24 ოქტ 2017
მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2021
16 აპრილს ტაქსის მძღოლები მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

16 აპრილს ტაქსის მძღოლები მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

16 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge