ტაილანდის საზღვაო ძალების განცხადებით, მღვიმეში ჩარჩენილი 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი მაშველებმა წარმატებით გამოიყვანა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბავშვებისა და მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი მწვრთნელი მღვიმეში მყვინთავებმა 23 ივნისს აღმოაჩინეს. ისინი მღვიმეს დატოვებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ტაილანდში წვიმის სეზონია და ვიწრო გასასვლელები წყლით იყო დაფარული.
მაშველებს ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის მილიონობით ტონა წყლის ამოტუმბვა დასჭირდა, რათა ბავშვებს, მყვინთავების დახმარებით, მღვიმეს დატოვება შეძლებოდათ.
ოპერაციის პირველ დღეს ერთი მყვინთავი დაიღუპა.
კომენტარები