ტალიანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია განახლდა. ამჟამად მღვიმეში 5 ადამიანი რჩება. როგორც BBC წერს, სამაშველო ოპერაციაში 19 მყვინთავი მონაწილეობს.
დღეს შესაძლოა მღვიმე 9 ადამიანმა დატოვოს – 4 ბავშვმა, მწვრთნელმა, ექიმმა და მათთან დარჩენილმა მყვინთავებმა.
ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, დღევანდელი ოპერაცია შესაძლოა უფრო დიდი ხანი გაგრძელდეს, ვიდრე წინა დღეებში ჩატარებული.
კომენტარები