კომპანია Nissan-ი აღიარებს, რომ საკუთარ ქარხნებში, რომლებიც იაპონიაშია განთავსებული, ავტომობილების გამონაბოლქვის შესახებ გაყალბებული მონაცემები აღმოაჩინა. როგორც BBC წერს, კომპანიას არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ავტომობილებზეა საუბარი, თუმცა, ცნობილია რომ გამონაბოლქვის ტესტირება ოფიციალური პროცედურების დარღვევით მიმდინარეობდა.
Nissan-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ ფაქტზე საფუძვლიან შიდა გამოძიებას ჩაატარებს და მიიღებს ზომებს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს.
კომენტარები