სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მწყემსის, მალხაზ კობაურის დედა, მარიამ მარტიაშვილი აცხადებს, რომ მკვლელობა მის შვილს არ ჩაუდენია.
„არ ჰქონდა სანადირო თოფი და არ ვიცი, ვის ეკუთვნის ის. მე არ მჯერა, რასაც მას ედავებიან. 7 რიცხვში ვესაუბრე, თუმცა მომხდარზე არაფერი უთქვამს. მე ვიცი, რომ იმ დღეს მწყემსებთან ერთად იყო, მაგრამ ვინ არიან ეს მწყემსები, არ ვიცი. როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს. ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან ვიღაც დგას. ეჭვი რომელიმე მწყემსზე არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა, სხვა პირი იყოს. ჯერ გამოძიებას და ექსპერტიზის პასუხს ველოდები,” – განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.
კომენტარები