NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი თანამშრომლების წინააღმდეგ

საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი თანამშრომლების წინააღმდეგ

09 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1621 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს იმ ჟურნალისტების გათავისუფლებას სამსახურიდან, რომლებმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ფილმი -„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“, მოამზადეს. ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.

„ფილმი ვინც გადაიღო, იმ ხალხის გაშვებას აპირებენ სამსახურიდან, პირდაპირ კავშირშია ამ ფილმის გადაღებასთან და იქ, რომ შევალ, დამიწყებენ მტკიცებას, რომ მაგის ბრალი არ არისო, მაგრამ ფაქტია, რომ მაგის ბრალია. ადამიანურად შევდივარ, უნდა დაველაპარაკო უფროსობას და თუ ეშინიათ და დამემალებიან, კი ბატონო“, – განაცხადა სარალიძემ.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბროდმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში წერია, რომ ჟურნალისტური გამოძიება არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ვალდებულება, თუმცა იმისათვის, რომ ეს ჟანრი განვითარდეს, უნდა შემუშავდეს ახალი პლატფორმა გარე წარმოებისთვის.

ჟურნალისტური გამოძიების გარე წარმოებისთვის გატანას არ ეთანხმება პროექტ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ავტორი, ლია ტოკლიკიშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ პრიორიტეტებში ცვლილება შესაძლოა მათ მიერ მომზადებულ ფილმის გამო მოხდა. ტოკლიკიშვილი თქმით, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ თავიანთი უფლებების დასაცავად.

„ბორდმა თავისი პრიორიტეტების ახალ პროექტში ნამდვილად შეიტანა ჟურნალისტური გამოძიების გარეთ გატანა. ეს პრიორიტეტები დაიდო საჯარო განხილვისთვის და საზოგადოების ძალიან ბევრმა წევრმა ჩათვალა, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება იმ ფილმს ხორავას ქუჩაზე, რომელიც გამომძიებელმა რეპორტიორმა გააკეთა. თუკი, ეს დადასტურდა, ჩვენ ცხადია, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენი გადაცემა ამას არ იმსახურებს იმიტომ, რომ შიდა პერიმეტრზე, ჟურნალისტური გამოძიების არსებობა საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება და უნდა შიგნით იყოს, რადგან გარედან შემოსული პროექტების გაკონტროლება, რამდენად პოლიტიკურად და სხვადასხვა ინტერესებისგან იქნებიან თავისუფალი, ამის გარანტიას ვერავინ მისცემს,“ – განაცხადა ტოკლიკიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები გამორიცხავენ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაიმე კავშირშია იმ დოკუმენტურ ფილმთან, რომელიც ცოტა ხნის წინ მაუწყებლის ეთერშიც გავიდა. ასევე, ბორდის წევრები ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც, რომ პროექტი, რომლის ირგვლივაც გაჩნდა კითხვები, არ არის საბოლოო და ის შეიძლება შეიცვალოს.

„ჟურნალისტური გამოძიება გარე წარმოებაზე უნდა გავიდეს, ასეთი ფორმულირებით არის ჩვენ არსებულ პრიორიტეტების პროექტში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი. როდესაც ჯერ პროექტზე არის საუბარი, ცოტა ნაადრევად მეჩვენება ასეთი აქციების გამართვა, მით უფრო როდესაც, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს დაანონსდა რომ იყო სარალიძის ფილმთან დაკავშირებით.

აქვე მინდა უარვყო, რომ ეს პროცესი არანაირ კავშირთან არ არის ლაღიძის ფილმის გაშვებასთან“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ფუტკარაძემ.

კომენტარები

ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებელი ხორავას ქუჩა 2018-07-09
Tags ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებელი ხორავას ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობისთვის ზ.კ -ს ბრალდება წარუდგინა

შემდეგი სტატია

გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ანკარას ეწვია

მსგავსი სტატიები

“შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში” – ოპოზიცია Human Rights Watch-ის ანგარიშს აფასებს

“შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში” – ოპოზიცია Human Rights Watch-ის ანგარიშს აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 15 იან 2020
პოლიცია კარვების დარაჯი არ არის – მას სურს, წესრიგი დაიცვას და პოლიციის მხრიდან ძალადობა მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი

პოლიცია კარვების დარაჯი არ არის – მას სურს, წესრიგი დაიცვას და პოლიციის მხრიდან ძალადობა მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივლ 2021
ბრძოლა ერთიანობისთვის გაგრძელდება, ვიდრე საქართველო არ დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს

ბრძოლა ერთიანობისთვის გაგრძელდება, ვიდრე საქართველო არ დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს

სოსო ელისაშვილი 09 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

  • პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

    პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

  • იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

    იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

  • CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

    CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge