NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობისთვის ზ.კ -ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობისთვის ზ.კ -ს ბრალდება წარუდგინა

09 ივლ 2018 ახალი ამბები 953 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე,რაც სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის შეურაცხყოფაშიგამოიხატა, ზ.კ-ს  წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლ.თ.-ს მიერ იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ზ.კ-ს და სხვათა მიმართ, რა დროსაც  სასამართლო პროცესზე  14:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოცხადდა შესვენება. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზ.კ.  თვითნებურად გავიდა სხდომის დარბაზიდან და ჩავიდა პირველ სართულზე მდებარე სასადილოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სასადილოში შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზ.კ-ს სხდომის დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს და განუმარტეს, რომ მოსამართლეს პროცესი უნდა გაეგრძელებინა, რის გამოც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზის და მონაწილე პირების მზადყოფნა. ზ.კ. არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოწოდებას და მოსამართლის მისამართით შეიგინა. პოლიციელთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ზ.კ.-მ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა მას, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას. აღნიშნულის გამო ზ.კ.-ს  სასამართლო სხდომის დარბაზში მიყვანა პოლიციის მუშაკების მიერ იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით მოხდა.

ბრალდების მხარემ ზ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ზ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

სასამართლო 2018-07-09
Tags სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

 „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულებიდან 3 პატიმრობაში დარჩა, 5-ის სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა

შემდეგი სტატია

საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი თანამშრომლების წინააღმდეგ

მსგავსი სტატიები

პრემიერი გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

პრემიერი გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

28 თებ 2018

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა“

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018
არ ხორციელდება თვალთვალი და მიყურადება იქ, სადაც უნდა განხორციელდეს – კანდელაკი IDFI-ის კვლევას ეხმაურება

არ ხორციელდება თვალთვალი და მიყურადება იქ, სადაც უნდა განხორციელდეს – კანდელაკი IDFI-ის კვლევას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2019

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge