კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან ბოლოპერიოდში კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ჩატარებული ინტენსიურიმუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალურიპასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისშესახებ.
სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდემოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესიგანათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.)წარმომადგენლებს.
სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე გაიცემოდა კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ, ერთწლიანი ვიზა. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა გაცილებით შემცირდება და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა გაიზრდება 30-დან 90 დღემდე.
ახალი ტიპის, მრავალჯერადი და უფრო ხანგრძლივი ვიზები განსაკუთრებით გაუმარტივებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას.
კომენტარები