არსებული ინფორმაციით, ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 19 წლის ქართველმა მწყემსმა სმიტების ოჯახი ჯერ მიაცილა შემთხვევის ადგილამდე, შემდეგ კი კაც ტურისტსა და მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მან ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი გასროლით მოკლა.
მკვლელობის შემდეგ 19 წლის ბიჭმა ცხედრები გადამალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს.ისინი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორაა.
კომენტარები