NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“შემოტანილი ბენზინის ხარისხია შესამოწმებელი სისტემატურად, რათა რამე სიყალბეს არ ჰქონდეს ადგილი”

“შემოტანილი ბენზინის ხარისხია შესამოწმებელი სისტემატურად, რათა რამე სიყალბეს არ ჰქონდეს ადგილი”

09 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 434 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს კომპლექსური საკითხია და მისი გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსურად შეიძლება.

გაჩეჩილაძემ ამ კონტექსტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ტექდათვალიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და რატომ, თბილისის ატმოსფეროს დაბინძურებაში 90 %-ზე მეტი როლი აქვს ავტომობილების გამონაბოლქვს. იცით, რა პრობლემებიცაა – მოძველებული მანქანებია, გამოცლილია კატალიზატორები და ა.შ. ავტოპარკის შეცვლაც აუცილებელია, ბუნებრივია. ტექდათვალიერებამ გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ველოდებოდით. 1 იანვრიდან, იცით, რომ ძალაში შევიდა დიდი მანქანებისა და მიკროავტობუსების ტექდათვალიერება, მხოლოდ და მხოლოდ 25 % “დაიბრაკა”. როგორც ჩანს, ამ სისტემას განვითარება კიდევ სჭირდება. მე ეჭვი მეპარება რომ მხოლოდ 25 % იყო იქ “დასაბრაკი”, შეიძლება მეტი უნდა ყოფილიყო, ეს თვალნათლივია, ქუჩაში რომ გახვალთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მან ბენზინის ხარისხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოტანილი ბენზინის ხარისხი სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს.

„გარდა ამისა, არის ბენზინის ხარისხის საკითხიც – ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ჩვენ ევრო 5-ზე ვართ გადასული, ამიტომ ტყვიის შემცველობა ატმოსფეროში ძალიან ცოტა გვაქვს, შევამცირეთ, იმიტომ, რომ ევრო 5-ში ტყვიის შემცველობა ძალიან ნორმირებულია, თუმცა, შემოტანილი ბენზინის ხარისხია შესამოწმებელი სისტემატურად, რომ რამე სიყალბეს არ ჰქონდეს ადგილი, რომ ვინმემ სადმე იაფფასიანი ბენზინი არ იშოვოს და არ შემოიტანოს საქართველოში სარეალიზაციოდ, თორემ, ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული, კარგი ნაბიჯები გადაიდგა. თბილისში როდესაც იზომება ატმოსფერული დაბინძურების ხარისხი რამდენიმე ძირითადი კომპონენტია- იქ ეს არის ავტოტრანსპორთან დაკავშირებული გოგირდის და აზოტის შენაეთების კონცენტრაცია, რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია მტვრიანობის ფაქტორი, ძალიან მტვრიანი ქალაქია, ესეც იზომება, ტყვიის შემცველობა დაბალია მას ჯანმრთელობაზე გავლენა ნაკლები ექნება. ეს მტვერი დაკავშირებული მშენებლობების საკითხთან, გამწვანების დეფიციტთან და ა. შ. თუმცა, ახალ სამშენებლო კოდექსს ვიღებთ, პირველი მოსმენით მიღებულია , რომელიც ამ ანარქიულ მშენებლობებსაც დაარეგულირებს და უკეთესი მდგომარეობა უნდა შეიქმნას“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის – 1-ელი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში, 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით: ა)2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები; ბ) 2018 წ. 1-ელი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება. გ) 2018 წ. 1-ელი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება. დ) 2019 წ. 1-ელი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

კომენტარები

ბენზინი ტექდათვალიერება გია გაჩეჩილაძე ჰაერი 2018-07-09
Tags ბენზინი ტექდათვალიერება გია გაჩეჩილაძე ჰაერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია გაჩეჩილაძე: “ნენსკრაჰესი” აშენებული რომ ყოფილიყო, სვანეთში შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა

შემდეგი სტატია

საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანკარადან გაემგზავრა

მსგავსი სტატიები

შალვა ნათელაშვილი 2 ოქტომბრის ქართველთა გენოციდის დღედ დაწესებას ითხოვს

02 ოქტ 2017

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას  მიმართავს

15 დეკ 2017
„არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ ფილმზე გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს“

„არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ ფილმზე გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს“

18 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • Wait for it …… ვიდეო განწყობისათვის

    Wait for it …… ვიდეო განწყობისათვის

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

  • „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

    „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

  • როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

    როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

  • შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

    შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge