NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გია გაჩეჩილაძე: “ნენსკრაჰესი” აშენებული რომ ყოფილიყო, სვანეთში შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა

გია გაჩეჩილაძე: “ნენსკრაჰესი” აშენებული რომ ყოფილიყო, სვანეთში შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა

09 ივლ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 599 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ნენსკრაჰესი“ აშენებული რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, სვანეთში, შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდიგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, სვანეთში მომხდარი სტიქია „ნენსკრაჰესის“ მშენებლობასთან კავშირში არაა.
მისი თქმით, წყალსაცავიან ჰესებს მსოფლიოში 2 მიზნით აშენებენ : ეს არის ელექტორენერგიის გამომუშავება და მდინარის ნაკადების რეგულირება.

„სხვანაირად ამ ნაგებობებს ჰქვია მარეგულირებელი ობიექტები. იმ შემთხვევაში როდესაც ჩნდება ასეთი ტიპის ობიექტი მთიან რეგიონში, მაგალითად როგორც შვეიცარიაში, ავსტრიაში, მას მეორე დანიშნულება აქვს, რომ სწორედ წყალდიდობებისგან და ღვარცოფებისგან დაიცვას ტეირტორია“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

​მისივე თქმით, საქართველო ეკოლოგიური კატასტროფების რისკის ქვეშაა, ესაა წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყრები.

„ამ ტერიტორიებზე არის განლაგებული 3 000-მდე დასახლებული პუნქტი. სისტემატური ხასიათი აქვს ამდაგვარ მოვლენებს საქართველოში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ჩემპიონები ეკოლოგიური დევნილების რაოდენობაში, საქართველოში 50 000 ოჯახზე მეტია ეკოლოგიური დევნილი. ასეთი ტიპის ქვეყანა გვაქვს ჩვენ, ღმერთმა ულამაზესი ბუნება, დიდი რესურსები მოგვცა, მაგრამ ამავე დროს მთიანი რეგიონია და დამახასიათებელია ჩვენთვის ასეთი რაღაცეები. ის, რაც მოხდა ნენსკრას ხეობაში, ეს ამ კონტექსტიდან უნდა განვიხილოთ, როგორც ბუნებრივი პროცესი“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დეპუტატმა სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

„იქ რა მოხდა სინამდვილეში – რამდენიმე ბუნებრივი პროცესი დაემთხვა ერთმანეთს, ნენსკრა არის მყინვარული საზრდოობის მდინარე, მაღალი ტემპერატურებია, მყინვარები ძალიან დიდი ინტენსივობით დნება, ბზარები უჩნდება და ამ ბზარებში შემდეგ წყალი გროვდება ძალიან დიდი რაოდენობით, შეიძლება ეს მოწყდეს და წარმოშოს ღვარცოფი, ამასთან ერთად, თუ ამას დაემთხვა დიდი ნალექების რაოდენობაც, წვიმები, რა თქმა უნდა, ეს უფრო მასშტაბურს გახდის ამ პროცესს, პლუს თუ ამას დაემთხვა კიდევ მეწყრული პროცესი რომელიმე შენაკადზე მაინც, გადაკეტა ნაკადი და მერე ის გაირღვა, ის წარმოშობს ძალიან დიდი სიმძლავრის წყალმოვარდნას, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში. ზუსტად ამ მოვლენას ჰქონდა ნენსკრას ხეობაში ადგილი, თორემ წყალდიდობა ნენსკრასათვის დამახასიათებელია. ეს ფაქტორები რომ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ წარმოიშობა წყალმოვარდნა, ანუ წყალდიდობას დაემთხვა წყალმოვარდნა, ამიტომაა რომ ასეთი მასშტაბური კატასტროფა გამოიწვია“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია, ტყეების გაჩეხვის საკითხი ამ რეგიონში. „პრემიერმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გარკვეულმა ტელევიზიებმა, როგორც ე ს ახასიათებს ქართულ მედიას, სამწუხაროდ, ვიღაც ექსპერტები გამოიყვანეს, რომლებმაც სისულეების ილაპარაკეს. ერთერთმა ექსპერტმა თქვა, რა შუაშია წყალდიდობასთან ტყეების გაჩეხვაო. ბავშვმაც კი იცის, რომ ფერდობებზე, როდესაც ტყე ნაკლებია, მდინარის სიჩქარეები მეტია. წყალდიდობის პიკი უფრო მეტია“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად, ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც ღვარცოფული პროცესების განვითარება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო. ამ დროისთვის, მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო და წყლის დონის მატების საფრთხეც არ არსებობს. ადგილზე დილიდან ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ნენსკრა, სპეციალური ტექნიკით, დაგროვილი ნაშალი მასალისა და ჩამოტანილი ხეებისგან იწმინდება. მობილიზებულია 30–მდე ერთეული ტექნიკა. ასევე, მიმდინარეობს ხაიში–ჭუბერის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი და მორეცხვითი სამუშაოები.

კომენტარები

გია გაჩეჩილაძე სვანეთი სტიქია 2018-07-09
Tags გია გაჩეჩილაძე სვანეთი სტიქია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

შემდეგი სტატია

“შემოტანილი ბენზინის ხარისხია შესამოწმებელი სისტემატურად, რათა რამე სიყალბეს არ ჰქონდეს ადგილი”

მსგავსი სტატიები

ქუთაისში სტადიონზე ლგბტ თემის დროშა დაწვეს

ქუთაისში სტადიონზე ლგბტ თემის დროშა დაწვეს

13 ნოე 2017
კოსტავას ქუჩაზე ავტომობილზე დატვირთულ თივას ცეცხლი გაუჩნდა

კოსტავას ქუჩაზე ავტომობილზე დატვირთულ თივას ცეცხლი გაუჩნდა

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018
„სანამ ის პატიოსანი კაცი მთლა გადარეულა…“

„სანამ ის პატიოსანი კაცი მთლა გადარეულა…“

17 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების შემდეგ გამოძიება დაიწყებოდა, პრემიერი გადადგებოდა, მოლაპარაკებებში კი სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა

    ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების შემდეგ გამოძიება დაიწყებოდა, პრემიერი გადადგებოდა, მოლაპარაკებებში კი სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა

  • ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება – არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი

    ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება – არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი

  • კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს?!

    კაცი, რომელიც ბერასგან შეკვეთებს იღებს, პოლიტიკაში როგორ იმოქმედოს, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მხარე როგორ უნდა იყოს?!

  • რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მოვიაზრებდეთ ღარიბაშვილს მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს – ენმ-ისა და “ლელოს” ახალი პირობა

    რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მოვიაზრებდეთ ღარიბაშვილს მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს – ენმ-ისა და “ლელოს” ახალი პირობა

  • ლადო კახაძე:  ჩანაწერები არ მინახავს, რადგან TV პირველს არ ვუყურებ

    ლადო კახაძე: ჩანაწერები არ მინახავს, რადგან TV პირველს არ ვუყურებ

  • “მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

    “მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

  • ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

    ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

  • ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

    ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

  • მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის

    მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის

  • ირაკლი კობახიძე:  ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს

    ირაკლი კობახიძე: ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge