დღეს საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
„პეტრე-პავლობა არის ხუთშაბათს. წირვა-ლოცვა შესრულდება სამების ტაძრის წმინდა ტაძარში. მეორე დღეს, პარასკევს არის სცეტიცხოვლობა, 12 მოცუქულის დღესასწაული. ნათლობა იქნება პეტრე-პავლობის საღამოს“, – განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
კომენტარები