NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 5 პირი პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 5 პირი პასუხისგებაში მისცა

06 ივლ 2018 ახალი ამბები, სამართალი 907 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ლ. და სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ალექსი მ. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ფუძე“-ს დირექტორი ილია ნ, მშენებელი ჯემალ მ. და ქვეკონტრაქტორი კომპანია- შპს „იმედი“-ს დირექტორი იოსებ ტ.

ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი დაბა მანგლისში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებზე. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ფუძე“, რომელთანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ფუძე“-ს უნდა შეესრულებინა კანალიზაციის სისტემის მოწყობის 1 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. შპს „ფუძე“-ს დირექტორმა ილია ნ-მ, მშენებელმა ჯემალ მ-მ და ქვეკონრაქტორი კომპანიის შპს „იმედი“-ს დირექტორმა იოსებ ტ-მ არასრულყოფილად შეასრულეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ წინასწარი შეთანხმებით, თანხების თაღლითურად მითვისების მიზნით ფარული სამუშაოების აქტებში და ფორმა N2-ებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს.

თავის მხრივ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა ლ-მ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა ალექსი მ-მ არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საერთო ჯამში სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 114 814,17 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

ანტიკორუფციული სააგენტო თაღლითობა სამსახურეობრივი გულგრილობა სუს-ი 2018-07-06
Tags ანტიკორუფციული სააგენტო თაღლითობა სამსახურეობრივი გულგრილობა სუს-ი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იზორიას ვიზიტის დროს ბაზა „კუნდუზის“ მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა

შემდეგი სტატია

ონლაინ სესხები – როცა თანხა სასწრაფოდ გჭირდება

მსგავსი სტატიები

ჩერგოლეიშვილი: „ჩერჩილი მთვრალი რომ იყო ამას რომ ამბობდა და ეს ფხიზელია“

ჩერგოლეიშვილი: „ჩერჩილი მთვრალი რომ იყო ამას რომ ამბობდა და ეს ფხიზელია“

20 თებ 2018
თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცულია

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცულია

17 მაი 2018
გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მაზნიაშვლის სახლ-მუზუმი მოინახულა

გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მაზნიაშვლის სახლ-მუზუმი მოინახულა

25 თებ 2018

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge