საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, სოფელ ჭუბერში არსებული ვითარება მუდმივად კონტროლდება და წყლის დონის მომატების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული
ბახტაძის თქმით, წყლის დონე ჯერ დაკლებული არ არის და გზის კაპიტალური შეკეთება წყლის დონის დაწევამდე ვერ დაიწყება. როგორც პრემიერი აცხადებს, წყლის დონე ჯერ-ჯერობით არ არის დაწეული და ამიტომ, შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას საფრთხეში მყოფი სახლების დაცლაში ეხმარებიან.
„წყლის დონე არ არის დაწეული. აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სახლები, რომელსაც ემუქრება საფრთხე არის დაცული, მოსახლეობას ვეხმარებით. გამოიტანონ ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ გზის კაპიტალურ შეკეთებას ვერ დავიწყებთ, სანამ წყლის დონეზე არ დაიკლებს“, – განაცხადა ბახტაძემ.
კომენტარები