NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის საკრებულო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის განხილვას იწყებს

თბილისის საკრებულო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის განხილვას იწყებს

05 ივლ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 370 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ბრიფინგი გამართა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, გენერალურ გეგმაზე მუშაობა თბილისის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ უკვე დაასრულეს და დოკუმენტი საკრებულოში განსახილველად გადაიგზავნა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს არის შეჯერებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად არის აღმოფხვრილი ყველა ის ხარვეზი, რომელზეც კერძო თუ საჯარო ფორმატში არაერთხელ გაიმართა მსჯელობა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, გენერალური გეგმა ინარჩუნებს თავის მთავარ – მწვანე, შეკავშირებული ქალაქის კონცეფციას, რომელსაც ერთობლივი მუშაობის შედეგად დაემატა მედეგობის კომპონენტი“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე დოკუმენტში დაზუსტდა გენერალური გეგმის განხორციელების გზები, ინსტრუმენტები, კვლევების და სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვის ეტაპები.

„მაქსიმალურად აღმოიფხვრა ზონირების, რუკის და კერძო საკუთრებებთან დაკავშირებული ხარვეზები. შედეგად, საკრებულოში შემოსულია მნიშვნელოვნად დახვეწილი დოკუმენტი, რომელმაც არსებითი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი ქალაქის გეგმაზომიერად განვითარებაში“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე გადადის და დღეიდან უკვე საკრებულო ოფიციალურად დაიწყებს დოკუმენტის დეტალურ შესწავლას, გაანალიზებას, კომისიურ და სხვა ფორმატის საჯარო განხილვებს.  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციას აქტიურად ჩაერთონ განხილვის პროცესში.

„თბილისის საკრებულოს კომისიები კიდევ ერთხელ დეტალურად იმსჯელებენ დოკუმენტში მოცემულ მიმართულებებზე. ვიმედოვნებ, რომ საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები აქტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ამ პროცესში, ვინაიდან სრულფასოვანი და დახვეწილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება თითოეული თბილისელის ინტერესებში შედის“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულოს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღოს ქალაქის ინტერესებისთვის ყველაზე შესაფერისი დოკუმენტი, რომელშიც ყველა მიმართულება და დეტალი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ გენერალური გეგმა ქალაქს კარგად გააზრებული, გეგმაზომიერი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

 

კომენტარები

გიორგი ტყემალაძე თბილისი თბილისის გენგეგმა საკრებული 2018-07-05
Tags გიორგი ტყემალაძე თბილისი თბილისის გენგეგმა საკრებული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

12 ივლისს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავენ

შემდეგი სტატია

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის შს მინისტრს შეხვდა

მსგავსი სტატიები

სუს-ის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

სუს-ის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

21 აგვ 2018

N54 ავტობუსი მარშრუტზე პირველად 31 დეკემბერს გავა

29 დეკ 2017
ველისციხის ინციდენტთან დაკავშირებით გურჯაანის სასამართლოში მელიას და ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ველისციხის ინციდენტთან დაკავშირებით გურჯაანის სასამართლოში მელიას და ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

22 იან 2019

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge