NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„კონსტიტუცია რასაც განსაზღვრავს, პრეზიდენტი იმ ნაბიჯების გადადგმას აპირებს“

„კონსტიტუცია რასაც განსაზღვრავს, პრეზიდენტი იმ ნაბიჯების გადადგმას აპირებს“

05 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 936 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„კონსტიტუცია რასაც განსაზღვრავს, პრეზიდენტი იმ ნაბიჯების გადადგმას აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან.

„ვფიქრობ, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რადგან იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს მოქმედებს ძალიან კარგად განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებებს. ყველა მოსაზრება, რომელსაც ამის თაობაზე ვისმენდით, არის ალბათობის ნიშნით აღბეჭდილი და ხშირ შემთხვევაში მაინცდამაინც ლოგიკასთან არ არის კარგ მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია უამრავი რამ ვივარაუდოთ, მაგრამ კონსტიტუცია რასაც განსაზღვრავს, პრეზიდენტი იმ ნაბიჯების გადადგმას აპირებს. თვითონ პოლიტიკურ ჯგუფებს რა დამოკიდებულებები ექნებათ ერთმანეთთან, მმართველ ძალასთან, თუ ოპოზიციურ ძალებთან, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამ საქმეში არც ვერეოდით, არც კომპეტენცია გვაქვს და არც კონსტიტუცია გვავალდებულებს ამ მხრივ რაიმე ნაბიჯების გადადგმას. თუ კანდიდატურები შიგნით პოლიტიკური ჯგუფებისთვის არ იქნება მისაღები და ამაზე იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ეს გამოჩნდება კონსულტაციების დროს“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

 

კომენტარები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა კონსტიტუცია კონსულტაციები ფიქრია ჩიხრაძე 2018-07-05
Tags აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა კონსტიტუცია კონსულტაციები ფიქრია ჩიხრაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მდინარე ნენსკრას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული

შემდეგი სტატია

ელექტრომომარაგება 6 ივნისს დროებით შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

ესპანეთში ტერორისტები მასობრივ თავდასხმებს და მსხვერპლთათვის თავის მოკვეთას გეგმავდნენ

06 სექ 2017
ვაპირებ ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად

ვაპირებ ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად

ირაკლი შალიკაშვილი 18 მარ 2020

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კონფლიქტის მონაწილე არასრულწლოვანი იკითხება

11 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge