გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი,სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და გასცემენ რეკომენდაციებს შემდგომი რეაგირებისათვის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში,სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექისშედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც გამოიწვია ღვარცოფული პროცესების განვითარება.
სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 8 ივლისსსაქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება; დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა,შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება მოხდეს.
კომენტარები