ავსტრალიაში ავტომობილის 50-მდე მფლობელი დაზარალდა ასფალტის გადნობის გამო. გამდნარი ბიტუმი ავტომობილების საბურავებს მიეკრა, რის გამოც მათ გაჩერება მოუწიათ. შემთხვევა კუინზლენდის შტატში მოხდა. როგორც BBC წერს, მომხდარი ამინდის ცვლილების გამო მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ გზა ერთი კვირის წინ შეაკეთეს.
ადგილობრივების თქმით, გზის შეკეთებას შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდები მოჰყვა, ხოლო შემდეგ, ჰაერის ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა.
ადგილობრივი მთავრობა დაზარალებულებს კომპენსაციას ჰპირდება.
კომენტარები