NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა სალუქვაძე: კარგად დავინახეთ, რომ თბილისის მერია თბილისის გენგეგმის თაროზე შემოდებას ნამდვილად არ აპირებს

მამუკა სალუქვაძე: კარგად დავინახეთ, რომ თბილისის მერია თბილისის გენგეგმის თაროზე შემოდებას ნამდვილად არ აპირებს

05 ივლ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 821 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძალიან კარგად დავინახეთ, რომ მერია თბილისის გენგეგმის დოკუმენტის თაროზე შემოდებას ნამდვილად არ აპირებს, – ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა.
სალუქვაძის თქმით, მათ დაინახეს, რომ თბილისის მერია მზადაა იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოხდეს.

„მინდა, ყველას მივულოცო, რომ გენგეგმა არის მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია მართლაც. იმიტომ, რომ ასე ცხოვრება, რა პირობებშიც თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს ქალაქში, ალბათ, წარმოუდგენელია და ეს ძალიან დიდ გულისწყრომას იწვევს მოქალაქეებში, არამხოლოდ მოქალაქეებში, არამედ სხვადასხვა ინსტიტუციებში, იგივე მერიაში ძალიან კარგად გრძნობდნენ და გრძნობენ, რომ ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. სწორედ ამიტომაა, რომ მხარდაჭერა ჰპოვა პროექტის ბოლო ვერსიამ, რაზეც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ მერიასთან.

ძალიან კარგად დავინახეთ, რომ თბილისის მერია ამ დოკუმენტის თაროზე შემოდებას ნამდვილად არ აპირებს, აშკარად დავინახეთ, რომ მზადაა თბილისის მერია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება მოხდეს სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ის სიფრთხილე და მათი დამოკიდებულება ჩვენი ჯგუფისთვის გასაგები გახდა, როცა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რეალისტური ყოფილიყო ყველა ის შეთავაზება და პრინციპი, რომელიც ჩვენ გენგეგმაში ჩავდეთ“- განაცხადა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დედაქალაქის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“ შორის შეთანხმებული დოკუმენტი მზად არის საკრებულოში გადასაგზავნად.

კომენტარები

გენგეგმა თბილისი მამუკა სალუქვაძე 2018-07-05
Tags გენგეგმა თბილისი მამუკა სალუქვაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შალვა ოგბაიძე: ტექდათვალიერება არ კლავს, კლავს მანქანის მოუვლელობა

შემდეგი სტატია

ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

მსგავსი სტატიები

გიგი უგულავა: თქვენო უწმინდესობავ, საშიშროება რეალურია

გიგი უგულავა: თქვენო უწმინდესობავ, საშიშროება რეალურია

ნინო ჩხეიძე 27 მარ 2020
„ჩვენ მხარს ვუჭერს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“

„ჩვენ მხარს ვუჭერს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“

31 ოქტ 2017
სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო

03 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

  • ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

    ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge