NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

05 ივლ 2018 სამართალი 556 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია – სახელწოდებით „კუში -2“ ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და  ევროპოლი.
სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა.  მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ „კანონიერ ქურდთან“ ერთად,  ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ.

სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდის, ბარსელონას, ვალენსიას, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონასა და გრანადას პროვინციებში ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის  7 „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. ისინი, ძირითადად, სომხური წარმოშობის პირები არიან.
ამავე სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდსა და ვალენსიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ეროვნებით ქართველი – 1971 წელს დაბადებული პ.ჯ. და 1974 წელს დაბადებული მ.კ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.ჯ. აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. მას სახლში ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი, სადაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნაქურდალი ძვირფასეულობის გადადნობა, მისგან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების დამზადება ხდებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, მ.კ. კი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკანონო გზით მოპოვებულ ფინანსებს განკარგავდა.
ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდება. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც კრიმინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.
სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ სახლებში უკანონო შეღწევა, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ფლობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, გამოძალვა და კორუფცია სპორტულ გარიგებებში.
აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების გამოსავლენად გამოძიება რამდენიმე ეტაპად, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიების ფარგლებში, საწყის ეტაპზე, გასული წლის 28 ნოემბერს ჩატარებული  სპეცოპერაციის შედეგად,  ქართული კრიმინალური დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი დააკავეს, რომელსაც „კანონიერი ქურდი“ – კახა შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა.
ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია „კუში“ ევროპოლმა და ინტერპოლმა შეაფასეს, 2010 წლიდან დღემდე, ყოფილი საბჭოთა წარმოშობის საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური  დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, აგრძელებს ევროპოლთან, ინტერპოლთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურ  თანამშრომლობას.

კომენტარები

TOP ესპანეთი კრიმინალური დაჯგუფება 2018-07-05
Tags TOP ესპანეთი კრიმინალური დაჯგუფება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა სალუქვაძე: კარგად დავინახეთ, რომ თბილისის მერია თბილისის გენგეგმის თაროზე შემოდებას ნამდვილად არ აპირებს

შემდეგი სტატია

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს

მსგავსი სტატიები

„დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება“

„დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება“

19 თებ 2018
საგარეო უწყების ინფორმაციით, საკონსულოს დახმარების თხოვნით ყაზახეთში მყოფმა საქართველოს 8 მოქალაქემ მიმართა

საგარეო უწყების ინფორმაციით, საკონსულოს დახმარების თხოვნით ყაზახეთში მყოფმა საქართველოს 8 მოქალაქემ მიმართა

ირაკლი შალიკაშვილი 06 იან 2022

სახალხო დამცველი სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge