NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

04 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 666 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წლის ანგარიშში დადებითად შეაფასა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ტრეფიკინგის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპონენტი, ხოლო საქართველოს ძალისხმევა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად არის მოყვანილი.

ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, 1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე – 1959 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს – ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს – პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ყველა იმ ფაქტის გამოვლენას, სადაც ადგილი აქვს ბავშვების შრომით ექსპლუატაციას ან მათ მათხოვრობაში თუ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. ექსპლუატაციის მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის ახლო ნათესაური თუ სხვა კავშირის მიუხედავად, ყველა გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართალდამცველების რეაგირება პრინციპულად მკაცრი იქნება“, – განაცხადეს სამინისტროში.

კომენტარები

მამუკა ჭელიძე ტრეფიკინგი შსს 2018-07-04
Tags მამუკა ჭელიძე ტრეფიკინგი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

შემდეგი სტატია

ანატოლი ბიბილოვი: …ამიტომაც სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურებს ქმნის

მსგავსი სტატიები

ჩინეთში საპრეზიდენტო ვადები გააუქმეს

ჩინეთში საპრეზიდენტო ვადები გააუქმეს

სოსო ელისაშვილი 11 მარ 2018
კალაძე: რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი

კალაძე: რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი

ირაკლი შალიკაშვილი 10 დეკ 2021
Samsung Galaxy A9 – ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა

Samsung Galaxy A9 – ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა

04 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალმა სანქციებმა დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალმა სანქციებმა დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია

  • “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

    “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

    ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge