NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები» საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, იმის შესახებ, თითქოს  „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“ მიტროპოლიტ იობის კურთხევით იმართება

 საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, იმის შესახებ, თითქოს  „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“ მიტროპოლიტ იობის კურთხევით იმართება

04 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 872 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, თითქოს  სპორტის სასახლეში დაგეგმილი „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“ მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით იმართება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ინფორმირებული არ არის.

„როგორც ჩვენთვის მასმედიის საშუალებით ახლახან გახდა ცნობილი, ა.წ. 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში, იგეგმება „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე გაკეთდა  განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის ა.წ.  2 ივლისს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით.

კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკური ხასიათის ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვერ იქნება. ეს არის  საერო პირთა საქმე და მათი გადასაწყვეტი, მიიღონ მასში მონაწილეობა თუ არა“,-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

 

კომენტარები

მიტროპოლიტი იობი საპატრიარქო ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა 2018-07-04
Tags მიტროპოლიტი იობი საპატრიარქო ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება ზაფხულის საბურავებზე

შემდეგი სტატია

კალაძე: ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე – ომბუდსმენი ეუთოს დასკვნაზე

სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე – ომბუდსმენი ეუთოს დასკვნაზე

ირაკლი შალიკაშვილი 01 მარ 2019
ბესელია კობახიძეზე: შავი სალარო რა არის, მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული

ბესელია კობახიძეზე: შავი სალარო რა არის, მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული

ირაკლი შალიკაშვილი 20 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge