„თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ჩალით მივიდა. ინფორმაციას „ქუთაისი პოსტი“ ავრცელებს. გოგი წულაიას თქმით, პერფორმანსი იმის ილუსტრაციაა, რომ „ეს ქვეყნა ჩალით არის დახურული“.
წულაია პერფომანსით მოქალაქე მაყვალა დანგაძის პრობლემას გამოეხმაურა. წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა ჟონეთში მის კუთვნილ ნახევარ ჰექტარ მიწაზე ფირმა გრანიტის ქვას უკანონოდ მოიპოვებს. მოქალაქემ სარჩელით სასამართლოს 4 წლის წინ მიმართა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის. მაყვალა დანგაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს.
კომენტარები