NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან – რეკომენდაციები ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს

როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან – რეკომენდაციები ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს

04 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 641 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორ გავუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს, როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ზახაშვილმა განმარტა, ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, გარკვეული რისკები არსებობს.
მისი თქმით, შუადღის საათებში, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია, ადამიანებმა ფიზიკური აქტივობებისგან თავი უნდა შეიკავონ და შეეცადონ, გრილ, ჩრდილიან ადგილას გაჩერდნენ.

„მზის ენერგიის არასწორი მოხმარების შემთხვევებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სითბური დაკვრა, ან მზის დაკვრა, ასევე მზისმიერი დამწვრობა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ძალიან გონიერები, როდესაც ზაფხულში ვცდილობთ ან დასვენების დაგეგმვას, ან ჩვენს ჩვეულებრივ საქმიანობას. ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, შესაძლოა, შრომის ნაყოფიერებაც დაქვეითებული გვქონდეს“- განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის მიღების რეჟიმის დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტემპერატურა მაღალია, სასმელი წყალი საჭირო რაოდენობით უნდა მიიღოს.

„აქ არის საუბარი სასმელ წყალზე და არა მინერალიზებულ, გაზიან, კოფეინიან, ალკოჰოლიან სასმელებზე, რომლებმაც, შეიძლება, ადამიანის თვითშეგრძნება მაღალ ტემპერატურასთან ერთად, რამდენადმე დაამძიმოს ან არაკომფორტული გახადოს“- განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე რეკომენდაციით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მშობლებმა.
„ბავშვები ხშირად ვერ აკონტროლებენ, როგორ და სად უნდა იყვნენ ასეთ პერიოდში.
მაღალი ტემპერატურების პერიოდში და შუადღისას, ერიდეთ ბავშვების გარეთ ფიზიკურ აქტივობას, ეცადეთ, რომ ჩრდილიან ადგილას იყვნენ. გასეირნება რეკომენდებულია დილა- საღამოს. ეცადეთ, ბავშვები შემოსილი გყავდეთ ღია ფერის, თხელი, ფართო ტანსაცმლით, რათა მოარიდოთ მწერებისგან დაკბენას. დიდ ქალაქებში არსებობს გარკვეული რისკი ლეიშმანიოზით პატარა ბავშვების ინფიცირებისა. სახლის კარი, ფანჯრები, ვეცადოთ, რომ იყოს ბადით დაფარული, რაც შეაკავებს კოღოებს, ბუზებსა და სხვა მწერებს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

ზაფხული რეკომენდაცია სიცხე 2018-07-04
Tags ზაფხული რეკომენდაცია სიცხე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ჩვენ ეს ბატონები ქვედა საცვლებით უნდა დავტოვოთ”

შემდეგი სტატია

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში სწორად – რეკომენდაციები

მსგავსი სტატიები

შსს: უამინდობის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შსს: უამინდობის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

18 აგვ 2018
მოსამართლეთა შერჩევა – იუსტიციის საბჭოს წევრები ადვოკატებს შეხვდებიან

მოსამართლეთა შერჩევა – იუსტიციის საბჭოს წევრები ადვოკატებს შეხვდებიან

18 იან 2019

კოვზანაძე: 2018 წლის ბიუჯეტის ვარიანტი ითვალისწინებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვაქვს 4.5%-ზე

02 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge