NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საკონსტიტუციო ცვლილებებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ქვეტექსტით პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება ხდება“

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ქვეტექსტით პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება ხდება“

03 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 643 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გამოხატულია უნდობლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. მისივე თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილში დაგეგმილი ცვლილებები არაფერ კავშირშია კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესთან. ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

„თავად საკონსტიტუციო ცვლილებების სულისკვეთებას ჩვენ მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფართოვდება შესაძლებლობა, რომ მათ აღიდგინონ ან შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა იმ პირობებში, როცა მათ ასევე სურთ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ქვეტექსტით პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება ხდება. გრძელდება პოლიტიკა, როცა ამ წლების განმავლობაში თანდათან და მიზანმიმართულად მცირდება ისედაც შეკვეცილი უფლებამოსილებები, რაც სახელმწიფოს მეთაურს ჰქონდა.

ჩვენთვის მიუღებელია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი რამდენიმე ცვლილება. ერთია ის, რომ პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუცია განსაზღვრავს როგორც ერთადერთ სუბიექტს, რომელიც მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, შესაძლებლობა ერთმევა დანიშნოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც პრეზიდენტს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა უნდა მოუმზადოს მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა ამა თუ იმ პირს. პრეზიდენტს ერთმევა შესაძლებლობა აღნიშნული კომისიის საქმიანობა საკუთარი აქტით დაარეგულიროს – ცვლილებების მიხედვით, მუშაობის წესებს თავად კომისია დაარეგულირებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომელთაც აქამდე შესაძლებლობა ჰქონდათ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქალაქეობის მინიჭებაზე პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიემართათ, პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობა იკარგება. არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მაგალითად, საქართველოს ინტერსებშია, რომ ესა თუ ის სპორტსმენი იყოს ჩვენი გუნდის წევრი და მნიშვნელოვანია, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

ანა ნაცვლიშვილი მოქალაქეობის მინიჭების უფლება საქართველოს პრეზიდენტი შეზღუდვა 2018-07-03
Tags ანა ნაცვლიშვილი მოქალაქეობის მინიჭების უფლება საქართველოს პრეზიდენტი შეზღუდვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელექტრომომარაგება 4 ივლისს დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო

მსგავსი სტატიები

მძიმე მდგომარეობის დიაგნოზია კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომ კობახიძის შელახული თავმოყვარეობა აღედგინათ, რადგან მათი ყოჩი ცუდად გამოიყურებოდა

მძიმე მდგომარეობის დიაგნოზია კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომ კობახიძის შელახული თავმოყვარეობა აღედგინათ, რადგან მათი ყოჩი ცუდად გამოიყურებოდა

ირაკლი შალიკაშვილი 24 სექ 2021
თალაკვაძე: მმართველი გუნდის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკრიტიკებია დასავლეთი, არ გაუკრიტიკებია უკრაინა და უკრაინელი ხალხი

თალაკვაძე: მმართველი გუნდის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკრიტიკებია დასავლეთი, არ გაუკრიტიკებია უკრაინა და უკრაინელი ხალხი

ნინო ჩხეიძე 02 აგვ 2022

„ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ მხარდამჭერთა სიების შეგროვება, გამოძიების დაწყებისთვის მყარი საფუძველია “

17 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

  • ცაგარეიშვილი: პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ

    ცაგარეიშვილი: პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge