“ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, ასქართველოსი არჩენების სპეციფიკაზე საუბრობს. პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ ხელისულების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პროცესის ისე ორგანიზება, რომმონაწილეებს შეექმნათ რეალური შეჯიბრის დაკონკურენციის ილუზია.
„საქართველოში არჩევნებში წარმატება მიიღწევაარა რეალური კონკურენციით, აზრებისა დაიდეების პროგრამების შეჯიბრით, არამედ დიდიოდენობით არადეკლარირებული შავი ფულის, ადმინისტრაციული რესურსის და საარჩევნოკამპანიაში ძალოვანი უწყებების ჩართულობით.
გადამწყვეტ როლს საარჩევნო შედეგისდადგომაში ასრულებს საინფორმაციო ველზე შეტევა და მასში ჩართულია როგორც ქართული, ასევე უცხო ქვეყნის საინფორმაციო პროპაგანდისსაშუალებები, რაც ვნახეთ კიდეც 2012 წელს.
არჩევნების მიზნებისთვის ხელისუფლებისსტრატეგიის მთავარი ღერძია ერთის მხრივ, ამომრჩევლების „შეშინება” „ნაციონალურიმოძრაობის” დაბრუნების ჰიპოტეტური საფრთხით, მეორეს მხრივ, კი პროცესის ისეორგანიზება, რომ მონაწილეებს შეექმნათრეალური შეჯიბრის და კონკურენციის ილუზია.ანუ, ივანიშვილი არჩევნების იმიტაციას ახდენს.
მაშინ, როცა, ფინანსური, ადამიანური დასაინფორმაციო რესურსების თვალსაზრისით,დისბალანსი აშკარაა და პირდაპირ აისახება ბოლო 4 არჩევნების შედეგებზე. უცდომელად იძლევა, როგორც უბნებისა და ოქლების დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგებისწინასწარი პროგნოზირების შესაძლებლობას, რაც”ახალი საქართველოს” კვლევებიტაც დადასტურდა.
ამ განცხადების მიზანი არ არის საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და არჩევნების მიმართ ნდობისდაკარგვა. ჩემი მიზანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, თუ რა მასშტაბის მატარებელ-მტრულ ძალასთან უწევს ბძოლა. წარმატებისმიღწევა მხოლოდ ძალების მაქსიმალურიკონსოლიდირებითა და მიზანდასახული,გააზრებული საინფორმაციო კამპანიითააშესაძლებელი, რადგან მოქალაქის არჩევანი დიდწილად დამოკიდებულია ინფორმაციაზე, რომელსაც ის ყოველდღიურად იღებს.შესაბამისად, რაც უფრო მეტ უარყოფით ინფორმაციას იღებს ადამიანი X კანდიდატის შესახებ, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა,რომ ამომრჩეველი სწორედ ამ X კანდიდატის სასარგებლოდ მისცემს ხმას”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
კომენტარები