საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალიც არაფერი არ შეიცვლება,- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჰაიკო მაასის განცხადებით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია.
„საქართველო ნატოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია. ავღანეთში საქართველო 900 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. მინდა გავიხსენო მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის ფაქტი, მაშინ ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ჩვენი თანამშრომლების გადარჩება და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ნატოს სამიტსაც მინდა შევეხო, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება, საქართველო წარმოდგენილი იქნება ამ სამიტზე და ესეც გახლავთ სწორედ ნიშანი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა ნატოს დონეზე. უსაფრთხოების საკითხებშიც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით, ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალიც არაფერი არ შეიცვლება“-განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები