NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისისამ რეკომენდაციები მიიღო და რამდენიმე პირის ოფიციალური ახსნა-განმარტები მოისმინა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისისამ რეკომენდაციები მიიღო და რამდენიმე პირის ოფიციალური ახსნა-განმარტები მოისმინა

02 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 752 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მეშვიდე სხდომა გამართა.

კომისიის წევრებმა პირველ საკითხად დროებითი საგამოძიებო კომისიის ორი რეკომენდაცია განიხილეს. საკითხი დროებითმა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ წარმოადგინა.

პირველი რეკომენდაციის თანახმად,  2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის მასალებზე, ასევე, შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებული ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, ასევე გაატაროს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი  პირის იდენტიფიცირებისთვის.

მეორე რეკომენდაცია ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის მასალებზე, აგრეთვე შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანმდებობის პირების კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებული ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად  განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის, მე-2 ნაწილის  „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით.

რეკომენდაციების შესახებ სამართლებრივი არგუმენტები კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ წარმოადგინა, რის შემდეგაც მან კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.

რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან და საპარლამენტო უმცირესობიდან საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

განხილვების შემდეგ გაიმართა კენჭისყრა და დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორივე რეკომენდაცია მიიღო. პირველ რეკომენდაციას მხარი  კომისიის ათმა წევრმა დაუჭირა, ერთი  წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა. მეორე რეკომენდაციას მხარი დაუჭირა კომისიის რვა წევრმა,  ექვსი წინააღმდეგი იყო, კომისიის ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ რამდენიმე პირის ოფიციალური ახსნა-განმარტება მოისმინა.  პირველი, მოწმე ზვიად კუპრავა გამოიკითხა.

ზვიად კუპრავამ კომისიის წევრებს  1 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო. მან ისაუბრა საქმეში მონაწილე პირებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და  სხვა საკითხებზე. ზვიად კუპრავამ კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.

დღესვე, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ირაკლი ფიფიას ოფიციალური ახსნა-განმარტების მოისმინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელებმა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს და  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელების გამოკითხვა კომისიის ხვალინდელ სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.

კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შორის კონტრაქტის გაფორმებას, რის საფუძველზეც ორგანიზაციის წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს  არასრულწლოვანების დაკითხვაში დაეხმარებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯების გადასადგმელად კომისია პარლამენტის აპარატის უფროსს და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს მიმართავს.

 

 

კომენტარები

ახსნა-განმარტებები დროებითი საგამოძიებო კომისია რეკომენდაციები სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა 2018-07-02
Tags ახსნა-განმარტებები დროებითი საგამოძიებო კომისია რეკომენდაციები სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტის ბიურომ მთავრობის და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაარეგისტრირა

შემდეგი სტატია

ქორწილის მოულოდნელი სტუმარი – დონალდ ტრამპი, რომელმაც პატარძალს აკოცა

მსგავსი სტატიები

ბაქრაძე: ქვეყანა, ყოველდღიურად სამოქალაქო და სახელწიფოებრივი დაპირისპირების იმ ზღვარს უახლოვდება, რომლიდანაც 90-იან წლებში თავი ძლივს დავაღწიეთ

ბაქრაძე: ქვეყანა, ყოველდღიურად სამოქალაქო და სახელწიფოებრივი დაპირისპირების იმ ზღვარს უახლოვდება, რომლიდანაც 90-იან წლებში თავი ძლივს დავაღწიეთ

ირაკლი შალიკაშვილი 05 ნოე 2021
შსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება

შსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება

21 ივლ 2018

სააკაშვილი კოპენჰაგენში იპპ-ს ლიდერებს შეხვდა

04 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge