NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»Myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სასამართლოში უჩივლებს

Myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სასამართლოში უჩივლებს

02 ივლ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, მნიშვნელოვანი, სამართალი 1700 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კომპანია myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც myvideo.ge-ს დაევალა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხის გათიშვა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო, ცდება მოსარჩელის მოთხოვნებს და სასამართლო განხილვების დასრულებამდე კომპანია აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს. ამის შესახებ myvideo.ge-ის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

myvideo.ge-ში აღნიშნავენ, რომ ისინი სხვა კომპანიების მსგავსად არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიცენზირებული ტრანზიტორები, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ myvideo.ge-ს წინააღმდეგ მიმართა კომუნიკაციების კომისიას, რაც დისკრიმინაციულია. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა myvideo.ge-საგან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების პერიოდში პირველი და მეორე არხის გათიშვა მოითხოვა.

„როგორც ვიცით, სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება, სრულიად უსამართლოდ სატელევიზიო რეკლამის ბაზრის წილი მიიტაცა, რის შედეგადაც დააზარალა ყველა კომერციული ტელევიზია, მათ შორის მცირე და რეგიონალური ტელევიზიები, რომლებიც ფაქტობრივად, დასახურად გაწირა.

დღეს დავდექით ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის წილის, უსამართლო გზებით მიტაცებას.

რა თქმა უნდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, კანონით რეკლამის გაყიდვის უფლება აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა არ უნდა, ან არ შეუძლია.

მიზნის მისაღწევად, მათ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროვება განიზრახეს, რაშიც აქტიურად ეხმარება, კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

უფრო კონკრეტულად:

2018 წლის, 1 ივნისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გამოაგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება, ანუ მარტივი ენით: მხოლოდ myvideo-ზე არ ვაჩვენოთ ფეხბურთი ჩვენს მომხმარებელს.

ამ აბსურდული მოთხოვნის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სრულად. რაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ არ მოუთხოვია (სრულ გათიშვაზეა საუბარი).

ჩვენი პოზიცია არის მარტივი და გასაგები. კანონით Myvideo, არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, როგორიც არის მაგთი TV, SILK TV და ასობით სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია. არცერთ მაუწყებელს, მითუმეტეს საზოგადოებრივს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება და რომლის პირდაპირი მოვალეობაა მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონის მიხედვით არ აქვს უფლება მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება, რომელიმე ცალკეული ტრანზიტორისათვის.

ზუსტად აქედან გამომდინარეობს მათი მოთხოვნის დისკრიმინაციულობა.

Myvideo არის ერთადერთი ქართული სოციალური მედია პროექტი, რომელსაც ჰყავს ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არ დავტოვებთ მილიონობით მაყურებელს ფეხბურთის გარეშე!“, – აცხადებს „დიჯითალ ედსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ცინცაძე.

კომპანია „დიჯითალ ედსი“ myvideo.ge-ის დამფუძნებელი კომპანიაა.

კომენტარები

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მაივიდეო საზოგადოებრივი მაუწყებელი 2018-07-02
Tags კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მაივიდეო საზოგადოებრივი მაუწყებელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ამ მიკერძოებული პროკურატურის დასკვნის პირობებშიც კი, მ. კ. არის თანააღმსრულებელი“

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ 6 კანდიდატურა წარადგინეს

მსგავსი სტატიები

დღეს ომია და  ამ ომში გამარჯვებულია ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება, ეს იარაღი ამ ომში არის ვაქცინა

დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებულია ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება, ეს იარაღი ამ ომში არის ვაქცინა

ირაკლი შალიკაშვილი 11 აგვ 2021
უკრაინაში პოლიტიკოსი  მოკლეს

უკრაინაში პოლიტიკოსი მოკლეს

29 სექ 2017
ბინის მეპატრონე დევნილების სახელით შეჭრილ რუსეთის მოქალაქეებს ვერ ასახლებს (ვიდეო)

ბინის მეპატრონე დევნილების სახელით შეჭრილ რუსეთის მოქალაქეებს ვერ ასახლებს (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 25 სექ 2022

უახლესი ამბები

  • მეუფე ნიკოლოზი: ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც

    მეუფე ნიკოლოზი: ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც

  • ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

    ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

  • ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

    ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge