NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

02 ივლ 2018 ბიზნესი 2292 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კომპანია myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც myvideo.ge-ს დაევალა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხის გათიშვა.

როგორც myvideo.ge-ს წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო, ცდება მოსარჩელის მოთხოვნებს და სასამართლო განხილვების დასრულებამდე კომპანია აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს. როგორც myvideo.ge-ში აღნიშნავენ, ისინი სხვა კომპანიების მსგავსად არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიცენზირებული ტრანზიტორები, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ myvideo.ge-ს წინააღმდეგ მიმართა კომუნიკაციების კომისიას, რაც დისკრიმინაციულია. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა myvideo.ge-სგან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების პერიოდში პირველი და მეორე არხის გათიშვა მოითხოვა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტსარეკლამო წილის უსამართლო გზებით მიტაცებას. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით რეკლამის გაყიდვის უფლება აქვს, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა არ სურს. მიზნის მისაღწევად მათ ინტერნეტსარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროვება განიზრახეს, რაშიც სამწუხაროდ, აქტიურად ეხმარება კომუნიკაციების ეროვნული კომისია. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 1 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მხოლოდ myvideo-ზე არ უნდა ვაჩვენოთ ფეხბურთი მომხმარებელს. ამ აბსურდული მოთხოვნის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სულ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მოუთხოვია. კანონით, myvideo არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია როგორიც არის „მაგთი“, silktv და ათობით სხვა საკაბელო კომპანია. არც ერთ მაუწყებელს, მითუმეტეს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება, არ აქვს უფლება მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება რომელიმე ტრანზიტორისთვის. ზუსტად აქედან გამომდინარეობს მათი მოთხოვნის დისკრიმინაციულობა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დავტოვებთ მილიონობით ადამიანს ფეხბურთის გარეშე. აქვე, ვთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, დაინტერესდეს და რეაგირება მოახდინოს არხის ხელმძღვანელების იმ ქმედებებზე, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის საყოველთაოობის პრინციპებთან“, – აცხადებენ myvideo-ში.

გარდა ამისა, myvideo გეგმავს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართოს.

„ჩვენ ვთვლით, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება არის უკანონო. პირველ რიგში იგი მიღებულია პროცესუალური ნორმების დარღვევით და ემყარება ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა მიღებაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება გასცდა მომჩივანის მოთხოვნას და რეალურად, იმის ნაცვლად, რომ დაეკმაყოფილებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა ტრანზიტის გათიშვასთან დაკავშირებით, მოგვთხოვა სრულად ორივე არხის გათიშვა, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის პრინციპებს. დღესვე მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ კომუნიკაციების კომისიის აქტის შეჩერებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ შევიტანოთ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა თავშივე დისკრიმინაციულია. მოვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსგან, შეისწავლოს თუ რამდენად კანონიერი იყო დირექციის ეს მოთხოვნა. ამავდროულად, ჩვენ მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მოგვაწოდოს ისეთივე სიგნალი, რომელსაც აწვდის სხვებს, რათა გავაგრძელოთ ამ არხების ტრანსლირება“, – აცხადებენ myvideo-ს იურისტები.

კომენტარები

TOP კომპანია საზოგადოებრივი მაუწყებელი 2018-07-02
Tags TOP კომპანია საზოგადოებრივი მაუწყებელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კასპის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში” მშობიარე გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

აბაშიშვილი – ვისაც სააკაშვილის მსგავსი ტონის ეშინია, მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა

მსგავსი სტატიები

EBRD-მ არქი ჯგუფს ენერგოეფექტური მშენებლობისთვის 50 000 დოლარი გადასცა

EBRD-მ არქი ჯგუფს ენერგოეფექტური მშენებლობისთვის 50 000 დოლარი გადასცა

16 თებ 2018
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თიბისი დაზღვევისგან ჯანმრთელობის  დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თიბისი დაზღვევისგან ჯანმრთელობის დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ

თამუნა 01 მარ 2022
 ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები

 ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge