ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კომისიის მიერ რეკომენდაციების გაცემასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ბრალდებებს უპასუხა.
„კომისია უფლებამოსილია თავისი მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე გასცეს, როგორც რეკომენდაციები, ისე გარკვეული დასკვნები, ესეც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან და ამ კომისიის დებულებიდან გამომდინარეობს. ეს რეკომენდაციები განხილვის სტადიაში გვაქვს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, კომისია მუშაობს უკვე რამდენიმე კვირაა, ეს რეკომენდაციები გამომდინარეობს საქმის იმ მასალებიდან, რომელიც კომისიას მიეწოდა სამუშაოს დასაწყისში, ამიტომ რამდენიმე კვირის თავზე რეკომენდაციის გაცემა არამც და არამც არ არის ნაადრევი“,-განაცხადა კაპანაძემ.
კომენტარები