საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჩვენებლის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ უკვე განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ქმნის ისეთ გარემოს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული.
„მინდა სასიამოვნო ინფორმაციით დავიწყო, რამდენიმე წუთის წინ, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5%-ს. ასეთი მაჩვენებელი იმის ნათელი დადასტურება, რომ მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არის იმის დადასტურება, რომ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც არის გაუმჯობესებული. პირველ რიგში, მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც ამავე პერიოდის წინა წელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი, ეს სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კომენტარები