NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»აშშ-ში მოღვაწე მხატვრის გიორგი (გოგა) ცინცაძის მემორიალური გამოფენა ქალაქ რუსთავში გაიხსნა

აშშ-ში მოღვაწე მხატვრის გიორგი (გოგა) ცინცაძის მემორიალური გამოფენა ქალაქ რუსთავში გაიხსნა

29 ივნ 2018 კულტურა 1484 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მხატვარ გიორგი (გოგა) ცინცაძის მემორიალური გამოფენა ქალაქ რუსთავში გაიხსნა.

გიორგი ცინცაძის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად მოხდა. რამდენიმე წლის წინ მწვანე ბარათი მოიგო და ამერიკაში დასახლდა. აქ  მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მხატვრობა ბავშვობიდან უყვარდა, ხელში ფუნჯი აიღო და ისე, რომ ტილოს არ შეხებია, ხატვას შეუდგა. ცინცაძე ტილოს ფუნჯით არ ეხებოდა,  მისი სიტყვებით „სროლით ხატვდა“. ცნობისათვის, დაახლოებით ხატვის ამგვარი მანერის ერთ-ერთ ფუძემდებლად ამერიკელი მხატვარი ჯექსონ პოლოკი ითვლება, რომელიც ტილოზე საღებავის „დასხმით“ ხატავდა. მოგვიანებით გიორგი ცინცაძემ,  როგორც თავად ამბობდა, „დარტყმის“ ტექნიკა გამოიყენა, ხოლო აკვარელის საღებავები აკრილის სამშენებლო საღებავებით ჩაანაცვლა. გიორგი ცინცაძის პირველი საერთაშორისო აღიარება კი 2013 წელს მოხდა, როცა მილანში ჩატარებულ კონკურსზე საქართველოს სახელით გამოვიდა და პირველი ადგილი აიღო.

“დღეს, გოგა ცინცაძის მემორიალური გამოფენა გავხსენით. ქართველი მხატვრის ეს ნამუშევრები სექტემბერში, ნიუ-იორკში უნდა გამოფენილიყო. გოგა ცინცაძე, შარშან,  41 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა. ეს ნამუშევრები სულ ახლახანს ჩამოვიტანეთ ამერიკიდან საქართველოში და მის მშობლიურ ქალაქში გამოვფინეთ”, – განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა, ნატალია ჩხარტიშვილმა.

 

“რადიკალურად განსხვავებული ემოციები მეუფლება, დღევანდელი დღე ჩემთვის სასიხარულოც არის და სამწუხაროც. გიორგის სამხატვრო განათლება  არ ჰქონდა, ფრანგული ენის სპეციალისტი იყო. ხატვა მისი ბავშობის გატაცება იყო. მიმდინარეობას, რომელსაც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ჰქვია, „სროლით ხატვას“ ეძახდა. სიამაყით ვიტყვი, რომ ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში, მისი ნახატი კიდია,” – გვიამბობს მხატვრის დედა, მედეა ცინცაძე.

 

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვარი, 41 წლის გიორგი ცინცაძე 2017 წელს აშშ-ში გარდაიცვალა.

კომენტარები

TOP გამოფენა მხატვარი 2018-06-29
Tags TOP გამოფენა მხატვარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მხატვარ გიორგი (გოგა) ცინცაძის მემორიალური გამოფენა ქალაქ რუსთავში გაიხსნა

შემდეგი სტატია

71 წლის სიუზან სარანდონი დააკავეს

მსგავსი სტატიები

ლიანა ისაკაძის მეუღლე კონცერტზე ცუდად გახდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა

27 აგვ 2017

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

08 სექ 2017
m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო გაიხსნა

m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო გაიხსნა

13 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge