„ქუჩის ბიჭების“ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებს ბრალი წარედგინათ.
თამთა ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
თამთა ჯანჯღავას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღაირებს. ავთანდილ ბუაძის თქმით, ირაკლი ნოზაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვალი ჰქონდა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა ჯანჯღავა.
„ეს მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ვინაიდან დაზარალებულს ჰქონდა მისი ვალი და ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დანაშაულია. რაც შეეხება თვითონ ბრალს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, მისი მოკვლის სურვილი მას არანაირად არ ჰქონდა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მანამდე თანხა ასესხა და სთხოვდა, რომ დაებრუნებინა, ვინაიდან მას ოჯახში სჭირდებოდა თანხა, საუბარია დაახლოებით 250 ლარზე“,-განაცხადა ავთანდილ ბუაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები