NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის

ირაკლი კობახიძე: რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის

28 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 713 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის და მიუხედავად, საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები და ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძემ, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, კონფერენციაზე – „რუსული რევანშიზმი – გულწრფელი დისკუსია ოთხი ევროპული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეთან“ ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნებს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები აკავშირებთ, რომელთა აღმოფხვრაც, დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ვერ ხერხდება.

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. ჩემთვის ასევე დიდი პატივია, რომ ვიმყოფები მოლდოვასა და უკრაინის – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეების გვერდით.ჩვენი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები, რომლების აღმოფხვრაც ვერ ხერხდება ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე.მაშასადამე, ჩვენი ქვეყნებისათვის ერთად დგომა არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა, არამედ ეს არის თითქმის ეგზისტენციალური აუცილებლობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, განხორციელებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყნების საზოგადოება ფუნდამენტურად შეცვალა და ეკონომიკა და ინსტიტუტები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე, თუნდაც, ათი წლის წინ.

„თუმცა, ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომელიც სავსეა უსაფრთხოების გამოწვევებით. ვერცერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ზუსტად ამ მიზნით, საქართველოს სურს ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები სამეზობლოში და დასავლეთში. დასავლურ ერთა ოჯახში, ვგულისხმობ ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვან წევრობას. საკმაოდ რთული გზაა გასავლელი, თუმცა საქართველოსათვის ეს ერთადერთი შესაძლო გზაა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი გახდეს, საქართველოს საერთაშორისო სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია საერთაშორისო უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილის შეტანა, რათა გავხდეთ პასუხისმგებელი საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი. საქართველომ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით შეიტანა წვლილი საერთაშორისო სტაბილურობაში. უკვე ათი წელია, რაც საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში ჩვენს პარტიორებთან ერთად. ყველაზე აღსანიშნავი საქართველოს ავღანეთსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობაა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს როლს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

გარდა ამისა, ჩვენი პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, საქართველომ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულ ძალას წარმოვადგენთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში, და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის გარდა. საქართველოს ხელისუფლებამ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალიზაციის გზით, მიაღწია შიდა სტაბილურობის იმ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული წინა ათწლეულების მანძილზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ჯერ კიდევ მოუგვარებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის.

„მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯებისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვიგვარებია ჩვენი უდიდესი პრობლემა – ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა. როგორც იცით, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში. პირიქით: ამ ტერიტორიებზე სულ უფრო უარესდება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობა. ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში. ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში. ამან ცხადყო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის მოგვარების მხრივ პროგრესის არარსებობა პირდაპირ გულისხმობს რუსეთის მონაწილეობას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით მანიპულაციაში პოლიტიკური მიზნებისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პასუხი არის ორგვარი: „ვეძებთ მეგობრებს სხვა ქვეყნებში და ვაძლიერებთ დემოკრატიას საშინაო საკითხებში”. მისივე თქმით, საქართველო მტკიცე და უწყვეტ მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას რეგიონული და დასავლელი პარტნიორების დახმარებით.

 

კომენტარები

აშშ ირაკლი კობახიძე რუსეთი 2018-06-28
Tags აშშ ირაკლი კობახიძე რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლოა, +41 გრადუსს მიაღწიოს”- გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემდეგი სტატია

ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო

დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018
მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას

მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას

ირაკლი შალიკაშვილი 21 ივნ 2019
კრიშტიანუ რონალდუ მეოთხე შვილის მამა გახდა

კრიშტიანუ რონალდუ მეოთხე შვილის მამა გახდა

13 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge