NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ტედ პო: საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს აშშ-ს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი

ტედ პო: საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს აშშ-ს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი

27 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 952 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ასევე, ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“,- ამის შესახებ კონგრესმენმა ტედ პომ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კონგრესმა ძალიან მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის მიმართ. ასევე, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია უცხო ძალის, რუსეთის მიერ, რაც მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის ოკუპაციას. როდესაც საკანონმდებლო აქტს მივიღებთ, და ვფიქრობთ, რომ ასეც მოხდება, ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთიანობის კიდევ ერთი კარგი ნიშანი”,- განაცხადა ტედ პომ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act”) კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ეთმობა და აქტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენა ევალება.

კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

საკანონმდებლო აქტით, კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

საკანონმდებლო აქტით, კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ” საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას.

ორპარტიული კანონპროექტით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

მომდევნო ეტაპზე საკანონმდებლო აქტის პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. მიმდინარე მოწვევის აშშ-ის სენატის მიერ მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო აქტის დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონად იქცევა.

კომენტარები

აშშ ირაკლი კობახიძე ნატო ტედ პო 2018-06-27
Tags აშშ ირაკლი კობახიძე ნატო ტედ პო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სახალხო დამცველის აპარატი სამუშაო პროცესს დროებით აჩერებს

შემდეგი სტატია

შსს-მ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე  ერთი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

ოპოზიცია ძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი, ივანიშვილის ფული, ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს

ოპოზიცია ძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი, ივანიშვილის ფული, ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს

ირაკლი შალიკაშვილი 20 მაი 2019
სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატმა სუს-ის შენობა უკომენტაროდ დატოვა

სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატმა სუს-ის შენობა უკომენტაროდ დატოვა

23 ნოე 2017
დიდი ბრიტანეთი რუსეთის 23 დიპლომატს გააძევებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის 23 დიპლომატს გააძევებს

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge