ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესული რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდნენ ამ სიაში გარდაცვლილი ადამიანები და რატომ არ მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომელთა დანაშულები საკმაოდ ბევრ საქმეში იკვეთება.
„წარმოგიდგენიათ, რა ეფექტს იქონიებს თუნდაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, როდესაც აღმოაჩენენ, რომ სიაში არიან შეყვანილი გარდაცვლილი ადამიანები. აქ აუცილებელია, რომ იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია ამ სიის შედგენაზე, რომელიც გულგრილად მიუდგა ამ საქმეს და მიუდგა როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როდესაც მიდიოდი სამსახურში და ტაბელს აბრუნებდი, სწორედ ასეთი პრინციპით არის ეს სია შედგენილი.
მე ვთვლი, რომ თუ უმრავლესობას გაგაჩნიათ პოლიტიკური თავმოყვარეობა, აუცილებლად, ის უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ სიის შედგენაზე, უნდა მოვიდეს პარლამენტი და აგვიხსნას, როგორ არ მოხვდნენ პარლამენტში ან რუსეთის მოქალაქეები ან დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პირები“,-განაცხადა ნადირაშვილმა.
კომენტარები