NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

კობახიძე: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

27 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 872 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებთან – პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების – პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვქონდა საინტერესო შეხვედრა კონგრესმენებთან – პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან. ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მხარდაჭერისთვის. ისინი არიან საქართველოს დიდი მეგობრები და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადეთ იმ ინიციატივისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. მათ შესაბამისი წერილით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საბოლოოდ, წარმატებით დაგვირგვინდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

აშშ თავისუფალი ვაჭრობა ირაკლი კობახიძე 2018-06-27
Tags აშშ თავისუფალი ვაჭრობა ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კობახიძე: აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი

შემდეგი სტატია

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

„პრეზიდენტი ფაქტიურად გაიქცა“

„პრეზიდენტი ფაქტიურად გაიქცა“

03 მაი 2018
ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, რასაც ადრე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში უშვებდით

ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, რასაც ადრე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში უშვებდით

სოსო ელისაშვილი 30 აპრ 2019
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა

ირაკლი შალიკაშვილი 22 სექ 2022

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge