აშშ საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას გაზრდის, რაც განპირობებულია იმით, რომ მათ რუსეთის წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ჩვენ ვუწევთ სამხედრო დახმარებას საქართველოსა და უკრაინას, რომლებსაც რუსეთი ცოტა ხნის წინ სამხედრო ძალების გამოყენებით ემუქრებოდა. ვუზრდით სამხედრო საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია თავდაცვისთვის. მოვხსენით წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვები მათთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და ორივე სახელმწიფოს ვეხმარებით თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა მიტჩელმა.
მისივე თქმით, ამავდროულად, აშშ ცდილობს მიაღწიოს, რომ უკრაინამ განაგრძოს რეფორმები. „ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ საქართველოსთან პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთქმედებების გაფართოებაზე“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
კომენტარები