NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ერთი მოქალაქის მიმართ კი განაჩენი გადაისინჯება

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ერთი მოქალაქის მიმართ კი განაჩენი გადაისინჯება

26 ივნ 2018 ახალი ამბები, სამართალი 352 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარ გიორგი ზავრაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამასთან, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის მორიგი გადაწყვეტილება მოქალაქე ნოდარ კაკაბაძის საქმეზე მიიღო, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ჩამოართვეს მისი კუთვნილი კომპანიის ვერტმფრენები და საფრენი აპარატები და გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე გაასამართლეს უკანონოდ.

დეპარტამენტმა პოლიტპატიმარ გიორგი ზავრაშვილის საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

 გიორგი ზავრაშვილი იყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრი და მონაწილეობას იღებდა 2007წლის ნოემბერში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

 სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გიორგი ზავრაშვილის დაკავება.

2007 წლის 12 დეკემბერს, თბილისში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, როდესაც გიორგი ზავრაშვილი ძმას და მეზობლებსესაუბრებოდა, მასთან მოულოდნელად მივიდნენ შსს ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იგიმოტყუებით ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც განუცხადეს, რომ იგი იყოდაკავებული თითქოსდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მოგვიანებით, მისი განზრახ უკანონომსჯავრდების მიზნით შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი, თითქოსდა გიორგი ზავრაშვილი ქუჩაში ხულიგნურად თავსდაესხა პოლიციის თანამშრომლებს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც ხელოვნურადდაიკითხნენ გამოგონილ ინციდენტში ე.წ. ,,მონაწილე” პოლიციელები, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს მამხილებელიჩვენებები.

 ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული გიორგი ზავრაშვილი გასამართლებულიქნა 2008 წლის 23 მაისს და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებული სრულად გაამართლა ბრალდებაში.

 პროკურატურამ ყველა სამართლებრივ გზას მიმართა მოქალაქე ნოდარ კაკაბაძის დარღვეული უფლებების აღსადგენად, რომელსაც 2011-2012 წლებში ქონება დაათმობინეს და უკანონოდ გაასამართლეს.

 ნოდარ კაკაბაძეს დაფუძნებული ჰქონდა შპს „FLY ADJARA”, რომლის ძირითად საქმიანობას  საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა წარმოადგენდა.

2010 წლის ოქტომბერში შპს „FLY ADJARA” უცხოელ პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორ სახელმწიფოს შორის, შესაბამისი ნებართვით საბრძოლო ვაზნების  საჰაერო გადაზიდვას ახორციელებდა, რა დროსაც საწვავის ავსების მიზნით დაეშვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. სწორედ ამ დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ხომალდის ეკიპაჟის წევრების და შპს „FLY ADJARA” დამფუძნებლის ნოდარ კაკაბაძის დაკავება იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ისინი ახორციელებდნენ საბრძოლო მასალის ტრანზიტით უკანონო გადაზიდვას.

კომენტარები

გამართლება პროკურატურა შუამდგომლობა 2018-06-26
Tags გამართლება პროკურატურა შუამდგომლობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზაზა გაბუნია – პრემიერმა საპარლამენტო დემოკრატიისთვის შესაბამისი მთავრობის სტრუქტურული მოდელი წარმოადგინა და მას პარლამენტი გაიზიარებს

შემდეგი სტატია

ირაკლი ნოზაძის სახლთან სამართალდამცველებმა „ჰონდას“ მარკის ავტომობილი დალუქეს და  მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანეს

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო

კახა კალაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო

13 ივნ 2018

აფბა: „სითი პარკის“ გაძევებაში ბუნდოვანი დეტალებია, რაც შესაძლოა ძვირი დაგვიჯდეს

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
გიორგი ქობულიას – თუ საჯაროობის ნაბიჯი გადადგით, გვითხარით, რა ელის ქვეყანას მმართველობის თვალსაზრისით?

გიორგი ქობულიას – თუ საჯაროობის ნაბიჯი გადადგით, გვითხარით, რა ელის ქვეყანას მმართველობის თვალსაზრისით?

სოსო ელისაშვილი 15 მაი 2019

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge