NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება

მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება

26 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 403 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. „მცირე მთავრობის” კონცეფციაზე, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული იქნება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს:

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა. აქედან გამომდინარე, ისეთი დარგების, როგორიცაა განათლება, კულტურა და სპორტი, მაღალი კოორდინაციის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად.
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მის ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
  • გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს;
  • ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ „მცირე მთავრობის“ კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით, სახელმიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება. ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად, მთავრობა, დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.

ესაა ჩვენი ხედვა და ეს ხედვა, დარწმუნებული ვარ, სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვხარჯოთ მართვაზე იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებობს. დარწმუნებული ვარ, „მცირე მთავრობის“ კონცეფციის დანერგვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე და ამას თითოეული მოქალაქე აუცილებლად იგრძნობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მამუკა ბახტაძე მთავრობა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია სამინისტროები 2018-06-26
Tags მამუკა ბახტაძე მთავრობა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია სამინისტროები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ნოზაძის ძმა: წარმოდგენა არ გვაქვს, პირველად გვესმის ეს სახელი და გვარი

შემდეგი სტატია

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 ადამიანია შეყვანილი და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“

მსგავსი სტატიები

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

13 თებ 2018
მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, დღეს მათ ძალა აქვს დაკარგული

მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, დღეს მათ ძალა აქვს დაკარგული

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივნ 2019
ცნობილი კინორეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

ცნობილი კინორეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

News 19 მარ 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge