ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უტარდება. „ქუჩის ბიჭების“ ერთერთი წევრის, ზურა ხაჩიძის განცხადებით, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა გოგომ დაჭრა. ერთერთი თვითმხილველის თქმით, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა, ნოზაძე სახლიდან ჩამოვიდა და გოგოების მანქანაში ჩაჯდა, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და დახმარებას ითხოვდა.
კომენტარები