ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე უკვე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო. ამის შესახებ მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ამ პროცესში დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება. დავით სარალიძემ თითქოსდა უთხრა, თითქოს იმიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე სხვაგვარად განმარტავს ამას, რამდენიმე პირი სხვაგვარად განმარტავს, ერთი სიტყვით შელაპარაკდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით და მოხდა შეგინება. როგორც გ.ჯ. იძახის, დათომ შეაგინა და ესროლა სიგარეტის ე.წ. ბიჩოკი. რამდენიმე პირი იძახის, რომ დათომ ზოგადად შეიგინა, ანუ კონკრეტულად არ შეუგინებია. მოხდა კონფლიქტი და უკვე როდესაც შეხლა-შემოხლა მოხდა, ჯერ ხომ მანქანასთან იდგნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ამ ტერიტორიაზე – ფარდულთან 3-4 მეტრით წინ.
ვინც გამოძიებაშია ნამუშევარი, მოგეხსენებათ, რომ ეს არის დინამიური პროცესი და სტატიკურად ხსენებუlი პირები ვერ იქნებოდნენ. ხელის მოქნევა იყო, ხელი მოხვდა დ.ჩ-საც, ასევე თ.ნ.-საც მოხვდა ხელი, რომელიც ფაქტობრივად აშველებდა. კონფლიქტი მიდიოდა დათო სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
კომენტარები