პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენს. როგორც პროკურორმა კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდების მხარე სრულყოფილად გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს, რაც დაზარალებულს გააჩნია.
„მოგეხსენებათ, სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე სხდომა დახურული იყო. რითაც შესაძლებლობა მოკლებული გვქონდა იმასა, რომ საზოგადოებისთვის საქმის გარემოებებთან მიმართებით სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. დღეს ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – განაცხადა ფხაკაძემ.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორსა და შსს-ს გამომძიებელს კითხავენ
Posted by რადიო თავისუფლება on კვირა, 24 ივნისი, 2018
კომენტარები